მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rixos-ის ბრენდი ბორჯომს დატოვებს

5a991e023a119
თელარა გელანტია
02.03.18 13:43
11472
მიმდინარე წლის 13 აპრილს Rixos-ის ბრენდი სასტუმრო "Rixos-ბორჯომს" ოფიციალურად დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის სს "ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშილმა დაუდასტურა და დასძინა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

მისივე თქმით, სასტუმროს მენეჯმენტში ახალი, უფრო ძლიერი ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და საბოლო შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორისაა „აკორი ჯგუფი“, „ჰილტონი“, ასევე, „მარიოტი“ და უახლოეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, ვისზე გავაკეთებთ არჩევანს. იქამდე კი, სასტუმროს სახელწოდება იქნება „ბორჯომი-ლიკანი“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
როგორც სს „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორი აცხადებს, მათ აქვთ ამბიცია, უფრო მეტ ევროპელ ტურისტს უმასპინძლონ, ამიტომ სავარაუდოდ, არჩევანს სასტუმროების მმართველ ევროპულ ოპერატორზე შეაჩერებენ.

„ბორჯომი-ლიკანს“ აქვს დიდი პოტენციალი, მოიზიდოს მეტი ევროპელი ტურისტი სხვადსხვა ქვეყნიდან. ვფიქრობთ, ახალი ბრენდი, რომელზეც ძალიან მალე გავაკეთებთ არჩევანს, ამბიციურ ბიზნეს-გეგმას შემოგვთავაზებს და ბევრად კარგ შედეგებს დადებს“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის: ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. ის „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია „KazMunaiGaz Service“-ის ერთობლივი პროექტია.