მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ არველაძე: ჰიდრორესურსების ათვისება მოსახლეობის თხოვნით შეჩერებულია

5bcd5530b8036
დავით ჯალაღონია
22.10.18 09:00
769
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არვალძე იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის მიზეზებს განმარტავს. როგორც დეპუტატი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, პირველ რიგში, ამის მიზეზი ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა.

„ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს დიდწილად დამოკიდებულია მდინარეებში წყლის ჩამოდინებაზე, რადგან საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ წლიურად, დაახლოებით 10 მლრდ.კვტსთ გამოიმუშაონ, თუ წყლის მოცულობა ნაკლები არ იქნება. მიმდინარე წლის 8 თვეში, ექსპორტ-იმპორტის უარყოფითმა ბალანსმა 800 მლნ.კვტსთ-ს გადააჭარბა და წლის ბოლომდე, კიდევ ალბათ მილიარდნახევარ კვტ.სთ-მდე უნდა ვივარაუდოთ. ასევე, 2019 წელს მაინც უნდა ველოდოთ, რომ არანაკლებ მილიარდ ნახევრამდე, ან შესაძლოა, 2 მილიარდამდე ავიდეს ეს დეფიციტი“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, „ეს გამოწვეულია იმით, რომ ენერგოსიმძლავრეების ამოქმედება ელექტრეოენერგიის მოხმარების ზრდას ვერ მიჰყვება“, - აღნიშნა მან.

„ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდროეენრგეტიკული რესურია, მაგრამ ეს პრაქტიკულად მთლიანად შეჩერებულია მოსახლეობის მთხოვნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ობიექტი ყველა იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც გარემოსდაცვითი პირობებით არის განსაზღვრული. ეს ჩემი აზრით, მართული პროცესებია“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (132.853 მლნ.კვტსთ) დაახლოებით, 5%–ით მეტია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 134.750 მლნ.კვტსთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე (52.281 მლნ.კვტსთ) 61%–ით მეტია. აზერბაიჯანიდან საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 4.710 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის შეძენა დაფიქსირდა, გასული წლის სექტემბერში კი ამავე ქვეყნიდან – 80.572 მლნ.კვტსთ.

ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საერთო ჯამში, საქართველოში სავარაუდოდ, 1 430.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ექსპორტს, სექტემბერი ამ მხრივ პასიური თვე იყო, ისევე, როგორც გასულ წელს. 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 0.061 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის სექტემბერში კი – 0.119 მლნ.კვტსთ.