მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირებას ელექტრონული სიგარეტებიც დაექვემდებარება

58e62d267ab7b
BM.GE
06.04.17 15:56
1870
პარლამენტმა თამბაქოს შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია:

• 2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა;
• თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე;
• თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა;
• თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა;
• თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა;
• ელექტრონული სიგარეტების რეგულირება;
• საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით;
• გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია:

• თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება;
• თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.
შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია:
• თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება;
• მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება;
• საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან;
• მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია თავი დაანებონ მოწევას.