მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციის გამო ტექნიკის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს

5b51b7bd346fe
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.18 14:38
1541
ნარჩენების გადამუშავების რეგულაციის გამო ტექნიკის ფასი, შესაძლოა, 3-5%-ით გაიზარდოს, - ამის შესახებ bm.ge-ს ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-ის ხელმძღვანელმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა. ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომელიც ნარჩენების კოდექსის ამუშავების შემდეგ ბაზარზე მის გავლენასაც სწავლობს.

საუბარია 2019 წლის დეკემბერში ასამოქმედებელ ნარჩენების მართვის კოდექსზე, რომელიც მწარმოებლისთვის გაფართოებული ვალდებულების დაკისრებას ითვლიასწინებს და რომელიც გულისხმობს, რომ ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომლის პროდუქციაც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, ვალდებული არიან უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

„უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოხდეს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, იქ მუნიციპალიტეტი ერთვება შეგროვებაში და ადგილის გამოყოფაში. ამ ყველაფერს კი თანხები სჭირდება.

დავითვალეთ, რა ღირს მუშახელი, რა ღირს ტრანსპორტირება საქართველოში და ა.შ. და სავარაუდო ფასნამატი, რომელსაც რეციკლირების საფასურს ვუწოდებთ, არის პროდუქციის ღირებულების 3%-5%, რომელმაც უნდა დაფაროს სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირების, მისი დაშლის, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და სხვა ხარჯები“,- აცხადებს ხათუნა გოგალაძე და აქვე აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად ამ რიცხვებზე გასვლა მოხდეს.

მისი თქმით, ზოგიერთი ელექტრონული ნარჩენიდან (ტელეფონი, მაცივარი, კონდინციონერი და ა.შ.) ღირებული ნაწილების ამოღება შეიძლება, ამ შემთხვევაში პროდუქტზე ფასნმატი შეიძლება იყოს დაბალი.