04.აპრილი.2016 16:59
ეკონომიკა, ბლოგი

რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სპეციალური სააგენტო შეიქმნება

რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სპეციალური სააგენტო შეიქმნება
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი "რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დაგეგმვის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს რეგიონული განვითარების დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინაციისა და განხორციელების კომპლექსური მექანიზმების შექმნას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, კანონპროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელი შეეწყოს რეგიონული განვითარების სააგენტოების შექმნას, რომელთაც ექნებათ მრავალმხრივი საკონსულტაციო ფუნქციები. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, სააგენტოების შექმნის მიზანია ერთის მხრივ, ქვე-ეროვნული ადმინისტრაციების მხარდაჭერა, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მიზნობრივი კონსულტირება და რეგიონებში ინვესტიციებისა და საინოვაციო პროექტების მოზიდვის მხარდაჭერა. სააგენტოები აგრეთვე მოწოდებული იქნებიან ხელი შეუწყონ ადგილობრივ ადმინისტრაციებს ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში.
 
"სააგენტოები ჩაატარებენ ადგილობრივი საინვესტიციო შესაძლებლობების პერიოდულ ანალიზს, შეიმუშავებენ პერსპექტიულ საინვესტიციო პროექტებსა და წინადადებებს და საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ ადგილობრივ ხელისუფლებებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს, რომ კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იქნა ევროპის ქვეყნების, კერძოდ, ჩეხეთის, ფინეთის, ხორვატიის, მაკედონიის, მოლდოვის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბულგარეთისა და ლატვიის მსგავსი საკანონმდებლო აქტები და იქ არსებული გამოცდილება", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსება ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდებიდან 2014-2020 წლებში 454 მილიარდი ევროს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამას, 2015-2017 წლებში დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარის ღირებულების ღონისძიებები დაფინანსდება. მათ შორის: 1,66 მილიარდი დაიხარჯება საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე; 416 მილიონი - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციაზე; 65 მილიონი - მყარი ნარჩენების მართვაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დაგეგმვის შესახებ" კანონპროექტზე, პარლამენტისთვის წარსადგენად ამ ეტაპზე სამთავრობო კონსულტაციები მიმდინარეობს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



18.სექტემბერი.2018 21:00
52

"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უსისტემოდ ვითარდება"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 20:30
255

მთავრობა რთველს აღარ ასუბსიდირებს, თუმცა ყურძნის შესაძენად 30 მილიონს სახელმწიფო კომპანიას აძლევს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:30
66

PMCG: 2015 წლის შემდეგ, FDI უარყოფითი დინამიკით ხასიათდება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:00
950

"ხშირად, ბიზნესმენები ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად, ავტოპარკის გაუმჯობესებით არიან დაკავებული"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:00
82

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
76

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად