მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში უძრავი ქონების 51 პროცენტს ქალები ფლობენ

565d8ebcc0149
BM.GE
01.12.15 16:05
1782
2010-2014 წლებში საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, 56 პროცენტი მამაკაცს ეკუთვნის, 44 პროცენტი კი ქალს. ზოგ რეგიონში კი ქალთა წილი მესაკუთრეთა შორის, მინიმალურია და 30 პროცენტს არ აღემატება. როგორც საჯარო რეესტრში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, 2010 წელს საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 214252 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 44.3%-ს ქაელები შეადგენდნენ. 2011-2012 წლებში ქალი მესაკუთრეების წილი კიდევ უფრო შემცირდა (შესაბამისად 43.5% და 39.7), ხოლო 2013-2014 წლებში - გაიზარდა (შესაბამისად 45.1% და 47.2%).

დედაქალაქში 2010-2014 წლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გენდერული სურათი შემდეგია: 2010 წელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 83781 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 51.4% კაცია და 48.6% ქალი; 2011 წელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 81236 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 51.9% კაცია და 48.1% ქალი; 2012 წელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 80907 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 49.3% კაცია და 50.7% ქალი; 2013 წელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 71941 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 50.5% კაცია და 49.5% ქალი; 2014 წელს უძრავ ქონებაზე საუკუთრების უფლება დაირეგისტრირა 74154 ფიზიკურმა პირმა, რომელთაგან 48.8% კაცია და 51.2% ქალი.

დედაქალაქისაგან განსხვავებული მდგომარეობა ვლინდება ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში.