მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონები, სადაც ახალი სკოლები აშენდება

5c45e336e57e6
ელენე გოგბერაშვილი
21.01.19 22:10
709
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 მილიონი ლარია.

მგფ-ის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში 1 სკოლა აშენდება, რომელზეც 1,423,000 ლარია გათვალისიწინებული. 2 სკოლა აშენდება მცხეთა-მთიანეთში, რომლის საერთო ღირებულება 4,123,000 ლარია; 4,623,00 ლარის ღირებულების 2 სკოლის მშენებლობა არის გათვალისიწინებული შიდა ქართლში.

მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინასებს 3 სკოლის პროექტს კახეთში, რომლის საერთო ღირებულება 7,323,000 ლარია; 3 ახალი სკოლა აშენდება ასევე ქვემო ქართლში, რაზეც 8,923,000 ლარია გათვალისწინებული; 3 ახალი სკოლა ექნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც, რომლის საერთო ღირებულება 4,269,000 ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 სკოლას ააშენებს იმერეთში, რაზეც 19, 323,000 ლარი დაიხარჯება; 4, 123,000 ლარის ღირებულების 2 სკოლა აშენდება გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი, 5 ახალი სკოლა აშენდება, რაზეც 10,192,000 ლარია გათვალისწინებული.