მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმების მიმდინარეობას მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციით დააკვირდებიან

592941b34e801
BM.GE
27.05.17 14:00
1667
რეფორმების მიმდინარეობას მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციით დააკვირდებიან. ’’რეფორმეტრი“ USAID-ის პროექტის ’’მმართველობა განვითარებისათვის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აისეტის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) შეიმუშავა.

პროექტის ფარგლებში, თითოეული რეფორმა შეფასდება წელიწადში ორჯერ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 წევრისგან შემდგარი საბჭოს მიერ. პროექტის განხორციელების პროცესს ზედამხედველობას ექვსკაციანი მმართველი კომიტეტი გაუწევს, - თემის დეტალებით ’’საქმის კურსთან“ ISET-ის მკვლევარი გიგლა მიქაუტაძე საუბრობს.

- ბატონო გიგლა, როგორ უნდა გამოიყენონ მოქალაქეებმა ახალი პლატფორმა?

- ვებ-გვერდის მისამართია - reformeter.iset-pi.ge სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს თვალყური ადევნოს. ჩვენ შინაარსობრივად არაფერს არ შევაფასებთ, არამედ ჩვენი გუნდი უბრალოდ მთავრობას ხელს შევუწყბთ საზგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს იმ რეფორმების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ დაანონსებულია, არამედ რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება. მეორეს მხრივ, მთავრობამ დაინტერესებული პირებისგან შენიშნები უნდა მიიღოს და თუ სურვილი ექნება ამა თუ იმ რეფორმის განხორციელება გააუმჯობესოს. თითოეული რეფორმის შფასება 6 თვეში ერთხელ მოხდება. ჩვენ გავარკვევთ აღნიშნული მოცემული დროის განმავლობაში რა გაკეთდა, როგორ შეიცვალა ინდიკატორებში სიტუაცია, გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში შდეგობრივი თავლსაზრისით რამე და თითოეული რეფორმისთის დაინტერესებული პირებისგან შემდგარი ჯგუფი გვყავს, რომლებიც კონკრეტული რეფორმის მიმართ თავიანთ განწყობას აფიქსირებენ. ამ ეტაპზე სამი რეფორმა შევაფასეთ. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის და ინოვაციების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და კაპიტალის ბაზის განვითარება.

- ამ 6 თვის განმავლობაში რა სახის ინფორმაციაც მუშავდება, რამდენად გარანტირებულია, რომ ის უტყუარი ფაქტებითა და კარგი ანალიზით იქნება გაჯერებული?

- ზოგადად, ISET-ის მიმართ ნდობა საზოგადოებაში ძალიან მაღალია და ერთ-ერთი გარანტორი სწორედ ISET-ის დამოუკიდებლობაა ინფორმაციის იბიექტურობასთან მიმართებით. თუმცა, დასკვნა თავად გამოიტანეთ რამდენად ობიექტური იქნება ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გეტყვით ინფორმაციის წყარო რა იქნება. ერთი ინფორმაციის წყარო, არის მთავრობა, მეორე ეს არის ობიეტური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, ერონული ბანკის სტატისტიკას და ა.შ. ეფუძნება, რაც წესით და რიგით სწორი ინფორმაცია უნდა იყოს. მესამე კი აღნიშნული შექმნილო ჯგფის წევრების განწყობაა, რასაც ისინი ანონიმურად აფიქსირებენ კითხვარის საშუალებით.

- აღნიშნული პლატფორმის პარტნიორად მთავრობასაც თუ მოიაზრებთ?

-ვფიქრობ, რომ ცალსახად, რადგან მთავრობის ინტერესში არის ის, რომ საზოგადოებას აჩვენოს თუ რას აკეთებს კონკრეტული რეფორმის ფარგლებში. საზოგადოებაში ხშირად არის უკმაყოფილება იმასთან დაკავშრებით, რომ ისმის რაღაც რეფორმის განხორციელების შესახებ, მაგრამ შედეგები არსად ჩანს და სწორედ ეს პლატფორმა მთავრობას და ნებისმიერ უწყებას აძლევს იმის საშუალებას, რომ აჩვენოს რას აკეთებენ კაბინეტებში თუ რაზე მუშაობენ და შემდეგ უკვე საზოგადოებამ განსჯოს რამდენად შედეგიანია მათი მუშაობა.