მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8564 ადამიანს გაუძვირდა

56724e712c02a
BM.GE
17.12.15 09:52
1245
საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკისგანაკვეთი 8.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
 
საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებითრეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 1ოქტომბერთან შედარებით 23-ით არის შემცირებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ისერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.