10.ოქტომბერი.2018 13:00
საზოგადოება

რეაბილიტირებულ ასურეთში სასაფლაო ერთ-ერთი ტურისტული ატრაქცია იქნება

რეაბილიტირებულ ასურეთში სასაფლაო ერთ-ერთი ტურისტული ატრაქცია იქნება
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ასურეთში რებილიტაციის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც ე.წ კირხეს რეაბილიტაციას გულისხმობს და XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას მოიცავს.

ფონდის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განმარტებით, სარეაბილიტაციო ნუსხაშია ადგილობრივი დასახლებისთვის დამახასიათებელი სასაფლაო.

"ტურისტული ინტერესი რა თქმა უნდა იქნება. ჩვენ თუ მნიშვნელოვან ატრაქციად გვაქვს ხევსურეთში საძვალეები, რაც ტურისტებს იზიდავს, ვფიქრობთ რომ მისი განსხვავებულობიდან გამომდინარე ტურისტებს ესეც დააინტერესებთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ საქმიანი დილას ეთერში სტუმრობისას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ასურეთი ბიზნესისთვისაც საინტერესო საინვესტიციო ადგილი იქნება. მისივე განცხადებით, გერმანული სტილის ხის ჩანართებიანი სახლების გარე ფასადები შეკეთდება და ამ მხრივ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

"ვფიქრობ, საინვესტიციო ფონდებმა და ბიზნესებმაც უნდა მიაქციონ ამ ადგილს ყურადღება. ჩვენ გვაქვს პროექტი რომელიც ინვესტიციების დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა ბევრი ბენეფიციარი ამ პროექტს არ ჰყავს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტით ინვესტორი ვალდებულების აღების შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში ინვესტიციის მეოთხედს სახელმწიოს მხრიდან დახმარებად იღებს,“ - განმარტავს გიორგი შენგელია.

მისი თქმით, ასურეთი საინტერესო უნდა იყოს ლუდსახარშებისთვისაც და ამის ერთ ერთ მიზეზად უძველეს გერმანულ ღვინის ქარხანას ასახელებს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით მნიშვნელოვანი ისტორიის მქონეა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასურეთში სამუშაოების დასრულებას მომავალი წლისთვის გეგმავს. მეორე ეტაპის ტენდერი 15 ოქტომბერს გამოცხადდება, პირველ ეტაპი, რომელიც უკვე დასრულებულია ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათებას.



23.ოქტომბერი.2018 09:00
22

რატომ ეზღუდებათ საყოველთაოდ დაზღვეულებს კერძო პოლისებით სარგებლობა?

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 21:10
441

თეა წულუკიანმა 7826 ლარის ხეები იყიდა

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 20:20
58

"ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა"

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 20:16
737

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალ პროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 20:00
66

„გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 20:00
187

"ჩვენ შევამცირებთ სამთავრობო დანახარჯებს, ეს არც ისე რთულია"

ვრცლად