28.მარტი.2016 12:00
ბიზნესი

რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30-მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება

რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30-მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება
მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო რძის მწარმოებელი კოოპერატივებს, - თემაზე “საქმიან დილასთან“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე საუბრობს.
 
- ბატონო გიორგი, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კოოპერატივებს სპეციალური საველე ლაბორატორიები გადაეცემათ. სახელმწიფოს ეს დახმარება რამდენად მნიშვნელოვანია და ამის შემდეგ კოოპერატივები როგორ განვითარდება?

- როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესაქონლეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, რაც მცირე საწარმო სიმძლავრის გადაცემას გულისხმობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულ სიმძლავრეებს, რომლის საფუძველზეც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ უკვე მაღალხარისხიანი რძე მიიღონ, შეაგროვონ და შემდგომში ნედლი რძის სახით მსხვილ ქარხნებს მიაწოდონ, ან თავადვე მოახდინონ ყველის სახით გადამუშავება.

- პროგრამა კიდევ რას გულისხმობს?

- პროექტის ფარგლებში, მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა. მათ შორის, ოთხი სიმძლავრის სხვადასხვა კომპლექტაცია მოხდება. იქნება - რძის გასაციებელი თავისი აღჭურვილობით, ასევე ამომყვანი, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ რძისგან უკვე ყველი აწარმოონ. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მცირე საველე ლაბორატორიის აღჭურვილობა და ასევე ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ.

დანადგარები სიმძლავრეების მიხედვით, ოთხი კომპლექტაცია იქნება და დაახლოებით 37 000-დან 80 000 ლარამდე ღირებულებისაა.

- ეს ყველაფერი კოოპერატივებისა და კომპანიების თანამშრომლობას რამდენად შეუწყობს ხელს?

- დღეის მდგომარეობით, ჩვენს ფერმერს მითუმეტეს წვრილ ფერმერს ძალიან უჭირს მისი რძის რეალიზაცია. კომპანიები მათ პროდუქციას საკმაოდ დაბალ ფასში და მცირე რაოდენობით ყიდულობენ. ამიტომაც არის ამ პროგრამაში წვრილი მეწარმე გაერთიანებული. აღნიშნული პროგრამით, მათ შესაძლებლობა მიეცათ, რომ უკვე ბაზარზე მსხვილი მიმწოდებლები გახდნენ, თუნდაც ნედლეული რძის სახით, ან თავადვე მოახდინონ გადამუშავება.

- წინასწარ პრობლემების ძიების კვლევა თუ ჩატარდა და ძირითადად რა მიმართულებით იყო ბარიერები მცირე მეწარმეებისთვის, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ რძე დეფიციტურია, ფერმერებს მისი რეალიზაცია უჭირთ?

- თავისთავად, რა თქმა უნდა. ნებისმიერ პროგრამას წინ მოკვლევა უძღვის. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მსხვილ მეწარმეებს ნაკლებად აინტერესებთ ინდივიდუალურ ფერმერთა მიერ ამა თუ იმ რაოდენობის რძე ცალ-ცალკე მიიღონ. ძნელია გაკონტროლება და გარდა ამისა, ინდივიდუალური ფერმერი ხარისხს ვერ იცავს. ამიტომაცაა ფასი ძალიან დაბალი. ამ ყველაფრის უზრუნველყოფისათვის, ეს პროექტი იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ უკვე მსხვილ საწარმოებს ერთიანად მაღალხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ, იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მათ შორის შეთანხმება შედგა.

- შედეგს როდისთვის ელოდებით?
- ჯერ საინფორმაციო კამპანია დაიწყება, ვინაიდან აუცილებელია, მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რასთან აქვს საქმე და ამის შემდეგ განაცხადებსაც დავიწყებთ, დაახლოებით ალბათ ერთ თვეში.

- სავარაუდოდ გათვლილი ხომ არ არის, რამდენ კოოპერატივს შეძლებთ დაეხმაროთ?

- მთლიანობაში 400-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გვაქვს, რომელიც მესაქონლეობის მიმართულებით არის. გამორიცხული არ არის, რომ კოოპერატივების ფარგლებში, დაახლოებით 30-მდე ასეთი მცირე საწარმო შეიქმნას.



15.ნოემბერი.2018 10:30
61

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
191

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
432

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
162

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად
08.ნოემბერი.2018 14:34
131

სავაჭრო ობიექტები თამბაქოს სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად ვეღარ გაყიდიან

ვრცლად
07.ნოემბერი.2018 14:10
238

"ბიძინა ივანიშვილთან საქმის გარჩევები არ მქონია"

ვრცლად