15.მარტი.2019 00:25
საზოგადოება

რატომ ხდებიან მოტივირებული აბიტურიენტები დემოტივირებული სტუდენტები?

რატომ ხდებიან მოტივირებული აბიტურიენტები დემოტივირებული სტუდენტები?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ხარისხი შეისწავლა და დაადგინა, რომ 2014 წელს კურსდამთავრებულთა 64%-მა საბაკალავრო პროგრამები საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა.

ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულთა 40% სწორედ ის სტუდენტები არიან, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 50%-დან 100%-მდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.

რატომ ხდებიან მოტივირებული აბიტურიენტები დემოტივირებული სტუდენტები? – ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად აუდიტორებმა სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების სქემა შეისწავლეს და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული მიდგომებისა და შეფასების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციები შეიმუშავეს.

აუდიტორებმა რეკომენდაციებში მიუთეთეს, რომ აუცილებელია შეიცვალოს დაფინანსების წესი, რომლის მიხედვით სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გრანტი უნარჩუნდება სრული საბაკალავრო კურსის მანძილზე, ანუ იმის მიუხედავად, კარგად სწავლობს თუ ცუდად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს დაფინანსების სქემის მოდიფიცირებაზე, რაც გათვალისწინებულია 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიით.

დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იძლევა იმედს, რომ 2019 წლიდან სტუდენტი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ გრანტს შეინარჩუნებს აკადემიური მიღწევების შესაბამისად,

ხოლო სახელმწიფო მილიონობით ლარს აღარ დახარჯავს საშუალოზე დაბალი მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსებაზე (მაგალითისთვის, ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აქტიური სტატუსის მქონე 132,000-ზე მეტი სტუდენტიდან 57% იღებდა დაფინანსებას, რაც სახელმწიფოს 74 მილიონი ლარი დაუჯდა).

სტატია თავდაპირველად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბლოგის სახით გამოქვეყნდა. 



22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
21.მარტი.2019 22:58
791

რა შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს, რომ შენობები სიმაღლეში გაზარდონ? - კალაძის შეთავაზება

ვრცლად
21.მარტი.2019 16:18
291

8 მოთხოვნა, რომელიც კრედიტორებმა ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოს წარუდგინეს

ვრცლად
21.მარტი.2019 11:55
903

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

ვრცლად
20.მარტი.2019 21:49
138

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
4356

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად