მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ შეუშალა ხელი ძველმა ტრანზაქციებმა თიბისის ლონდონის ბირჟაზე გასვლაში?

5c6eb629b656b
BM.GE
21.02.19 18:28
1019
საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ვერსია პროკურატურის ვერსიას იმეორებს, სადაც ნათქვამია, რომ "პროცესები სათავეს იღებს 2007-2008 წლებიდან, როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კომპანიების (შპს „სამგორი M"და შპს „სამგორი თრეიდი") გამოყენებით, ბანკიდან ისესხეს ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარი".

“2008 წლის დეკემბერში ეს თანხა ბანკის მიერ ბალანსიდან ჩამოიწერა, რითაც თიბისი ბანკის 2008 წლის მოგება ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთანავე, ფაქტობრივად არ განხორციელებულა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების დასაკუთრება’,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ თიბისი ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ბანკმა გაიარა დეტალური აუდიტი, რომელშიც 2008 წლის სესხების აღმოჩენა, დიდი ალბათობით, ასევე ვერ მოხდებოდა, რადგან, აუდიტის მომენტისათვის, ეს სესხები უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი იყო.

“შესაბამისად, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ან ბანკი უკვე იყო ამ საკითხზე დაჯარიმებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ სებ-ის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის”,- ნათქვამია განცხადებაში.