მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ტოვებენ კომპანიები Wall Street-ს

5b0153ff1b889
ლევან თაღიაშვილი
20.05.18 16:00
1559

Wall Street -ის ძირითადი წევრები ცენტრალური ოფისების ადგილმდებარეობას იცვლიან და ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან მოშორებით ინაცვლებენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Hudson Yards-ზე ისეთი ცნობილი კომპანიები განთავსდებიან, როგორიცაა: Amazon, EY, JPMorgan, Nasdaq, Time Warner, KKR, BlackRock, Twitter და სხვები.

თუმცა, არიან კომპანიები, რომლებსაც გული პირიქით, ცენტრალური ნაწილისკენ მოუწევთ. ასეთია, მაგალითად: Deutsche Bank და Tommy Hilfiger.

რეორგანიზაციის ძირითადი მიზეზი მცირე ფართობია, რასაც Wall Street-ისგან განსხვავებით, Hudson Yards ნამდვილად არ უჩივის.

New York-ში ახალი ცათამბჯენების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ახალი ლოკაციები კომპანიებს საშუალებას მისცემს, გაცილებით მეტი თანამშრომელი ჰყავდეს ცენტრალურ ოფისში, რაც სავარაუდოდ, ოპერაციებს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.