15.მარტი.2019 13:51
ეკონომიკა

რატომ ითხოვენ ანაკლიის პორტის პროექტის დონორები ტვირთბრუნვის გარანტიას?

რატომ ითხოვენ ანაკლიის პორტის პროექტის დონორები ტვირთბრუნვის გარანტიას?
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის დონორი ორგანიზაციების 8 პუნქტიანი შენიშვნების სია უკვე გადაგზავნილია მთავრობაში. ახვლედიანი ფიქრობს, რომ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად შეხვედრა თვის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.

8 პუნქტიანი შენიშვნებიდან მთავარი, რასაც დონორები სახელმწიფოს სთხოვენ ტვირთბრუნვის გარანტიაა.

„ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ჩვენ და ბანკები გამოვნახავთ კომპრომისს და შეთანხმებას, რომელიც მოსაღები იქნება სამივე მხარისთვის. ტვირთბრუნვის კუთხით ანაკლიის პორტს, როგორც კი გაეშვება, პრობლემა არ ექნება, იმიტომ, რომ პროგნოზი არის ძალიან დადებითი.

მთავარი პრობლემა აქ არის, რომ აშენდეს ეს პორტი. ბანკები არიან კონსერვატიული ორგანიზაციები, ისინი ითხოვენ გარანტიას, დაზღვევას იმ რისკების, რამაც შეიძლება მომავალში რაიმე პრობლემა შექმნას, თუმცა არა იმიტომ, რომ ვთქვათ პორტი ცუდად მუშაობს, არამედ იმის გამო, რომ არის გეოგრაფიული რისკები, პოლიტიკური რისკები, სხვა მაკროეკონომიკური რისკები, რომელიც ჩვენს და ამ ორგანიზაციების ხელში არ არის.

შესაბამისად ამ რისკების დამზღვევი ერთადერთი ორგანიზაცია არის სახელმწიფო და ზუსტად ამ რისკების გადანაწილებას თხოვენ მთავრობას. ზუსტად რა და როგორ იქნება მექანიზმები, ამაზე მიმდინდარეობს ჯერ მოლაპრაკება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც კომპრომისულ ვარიანტს ბანკები, ჩვენ და მთავრობა გამოვნახავთ“-აცხადებს ახვლედიანი.



19.მარტი.2019 20:30
78

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
109

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
191

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
215

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად
19.მარტი.2019 19:10
31

"მეტრა დეველოპმენტი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად