მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითამაშა კარგი როლი პროკურატურამ ანაკლიის პორტის პროექტზე - ცქიტიშვილის განმარტება

5c939d3a6c56d
თელარა გელანტია
21.03.19 18:17
633
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის აზრით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების მიმართ მთავარი პროკურატურის კითხვებმა „კარგი როლიც ითამაშა“.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„კითხვაზე - გააჩინა თუ არა პროკურატურის კითხვებმა პრობლემები ამ - ანაკლიის პროექტთან მიმართებაში, ვიტყვი, რომ საქმიან ნაწილში არ გაუჩენია პრობლემები. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთოდ რატომ დავიწყეთ ამ პროექტზე საუბარი და ზოგადად, რატომ გაჩნდა ინტერესი ამ პორტის მიმართ, კი, ვიტყვი რომ პროკურატურამ გარკვეული როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ- კარგიც. მანამდე ხალხმა არ იცოდა, რომ თურმე ანაკლიის პორტს ვაშენებდით თუ ვერ ვაშენებდით. სამწუხაროდ, ეს ინტერესი დღეს არის არაჯანსაღი. სამწუხაროდ იმ მიმართულებით მიდის ეს ინტერესი, რომ სახელმწიფოზე გადმოვიდეს მთელი პასუხისმგებლობა ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.