მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეზღუდებათ საყოველთაოდ დაზღვეულებს კერძო პოლისებით სარგებლობა?

5bcde1fb1fd55
ელენე გოგბერაშვილი
23.10.18 09:00
589

კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო სექტორს მიაჩნია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, შესაბამისად ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება შეიმსუბუქონ ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით.

კერძო სექტორის ინიციატივას bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე პასუხობს.

ნიკოლაძე განმარტავს, რომ 2 მლნ 300 ათას ადამიანს სრულფასოვნად შეუძლია შეიძინოს დაშენებული პაკეტები კერძო სადაზღვევო ინდუსტრიისგან. ეს ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ლტოლვილები, პედაგოგები და ამ ჯგუფს დაემატა 70 ათასიდან 100 ათას ქულამდე ადამიანები და ბავშვები და მოზარდები 6-დან 18 წლამდე.

 „ამ ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდვა არ ხდება იმის მიუხედავად, შეიძინა თუ არა კერძო დაზღვევა. ეს არის დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანი“-აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

ნიკოლაძე განმარტავს,  რომ დიფერენცირება ეხება და კერძო სადაზღვევო პროდუქტების შეძენის დროს საყოველთაო სერვისები მცირედით ეზღდებათ მხოლოდ  მათ, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვთ. საყოველთაოს სერვისები მკვეთრად ეზღუდებათ ასევე 1000 ლარს ზემოთ და 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს. ხოლო მათი რიცხვი,  ვისზეც შეზღუდვები არ ვრცელდება 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია.

„ამის ზევით კიდევ ერთი კატეგორიაა, რომელთაც საყოველთაოდან ისედაც მინიმალური სერვისები მიჰქონდათ, ესენი არიან სიმდიდრის ზღვარს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ თუ არა სერვისი არ ეცვლებათ.

კერძო სადაზღვევო კომპანიების ლოგიკა, რომ მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონა არქონისა ადამიანებს არ შეეზღუდოთ საყოველთაო ჯანდაცვა, ორი ფაქტორით არის განპირობებული. ერთი ის, რომ ამისთვის საჭიროა არაერთი ათეულობით მილიონის თანხა, რომ ასეთი დიფერენცია აღარ იყოს და მეორე, ასეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ იყიდონ კერძო დაზღვევა, შეუძლიათ, რადგან მათ აქვთ გარკვეული შემოსავლები. მათ საყოველთაო ჯანდაცვიდან ეზღუდებათ სერვისები და ამ გამოთავისუფლებული ეკონომიის ხარჯზე ეს თანხები მიემართება უფრო მიზნობრივი ჯგუფების დასაფინანსებლად“-განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე.

კერძოდ, ნიკოლაძე საუბრობს ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებულ მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამაზე, რომელიც წელს გაფართოვდა.

როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრი ახლო პერიოდში ცვლილებებს არ გეგმავს და არსებულ სტრატეგიას მიყვება. უწყებაში ფიქრობენ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამები მალე გამოიღებს შედეგს და მედიკამენტებზე დანახარჯების წილი მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს უკანასკნელი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულს 69%-ს ინარჩუნებს. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევის მიხედვით, წამლების მთავარი დამფინანსებელი 97% შინამეურნეობებია, ხოლო სახელმწიფოს წილი ჯერ კიდევ  მწირია ,1%.