მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცემა კრიპტოვალუტების ფასი? Bitfury-ის განმარტება

5c2619c2bfd23
ლევან თაღიაშვილი
28.12.18 18:00
3588
Bitfury-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს მომხდარი ფასების ვარდნა კრიპტოვალუტების ბაზარზე დიდი მოთამაშეების მხრიდან ხელოვნურად გამოწვეული პროცესია, რომელიც რამდენიმე თვეში შეწყდება.

მისი თქმით, Bitfury ძირითადად ბლოკჩეინ სერვისების განვითარებაზეა დამოკიდებული და მაინინგის წილი შედარებით მცირეა, ამიტომ კომპანია ზარალს ნაკლებად განიცდის.

„ბოლო 8 თვეა გვაქვს Bear Market ანუ დიდი მოთამაშეები ფასს დაბლა ხელოვნურად აგდებენ. კრიპტოვალუტების ფასის ვარდნა გამოწვეული არ იყო ეგზისტენციალური მიზეზით, რომელიც აკრძალვასთან ან რეგულაციასთან იყო კავშირში. ბოლო პერიოდში მიდიოდა Bitcoin-ის ფასის დაღვინება. ეს Bear Market, ჩვენი აზრით,, გაგრძელდება კიდევ რამდენიმე თვე. გაზაფხულიდან ჩვენც და ზოგადად კრიპტო სამყარო ფიქრობს, რომ დაიწყება Bull Market ანუ ფასების ზრდა. ახლა ჯერ ბაზარი სტაბილურდება, ღვინდება, არ არის მკვეთრი მოძრაობები ან მყისიერი ფასის დავარდნა. რაც შეეხება Bitfury-ის და მის რეაქციას, ჩვენ არ ვართ მხოლოდ მაინინგ კომპანია, ჩვენ ვართ Blockchain სერვისების განმახორციელებელი კომპანია და კონფიგურაციაში დიდი წილი არ უკავია მაინინგს. კომპანიის ნახევარ საქმიანობაზე მეტი მოდის Blockchain სერვისების განვითარებასა და მიწოდებაზე, შემდეგი ნახევარი ჩიპების და კონტეინერების წარმოებასა და რეალიზაციაზე და რაღაც ნაწილი გვაქვს მაინინგი, თუმცა რადგან დიდი მოთამაშეები ვართ, ცხადია შეწუხებულები ვართ მიმდინარე პროცესებით", - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა