მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უკავშირდება Myway Airlines-ის სადამფუძნებლო ცვლილებები?

5bcd7863bf217
ანუკა ჯოხაძე
22.10.18 11:11
598
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინური კაპიტალით დაფუძნებულ ავიაკომპანია "Myway Airlines"-ს ახალი მაჟორიტარი მეწილე ჰყავს. სადამფუძნებლო ცვლილებებს "Myway Airlines"-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ევრო რეგულაციებს უკავშირებს, რომელიც საავიაციო სფეროში ამოქმედდა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენების შესრულებითვის საჭიროა ავიაკომპანიის 51%-ს ანუ საკონტროლო პაკეტს ფლობდეს საქართველოს მოქალაქე. აფციაურის თქმით, ეს იყო ბიზნეს გადაწყვეტილება, რომელიც ავიაკომპანიას ბაზარზე უფრო ეფექტურად და სწრაფად ოპერირებაში დაეხმარება.

“ეს არის პროცესი, რომელიც შედიოდა ჩვენი 5 წლიანი განვითარების გეგმაში, რადგან ჩვენ გადავედით განვითარების მეორე ეტაპზე და ვიწყებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენებს. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში უკვე დაინერგა ვერორეგულაციები ზოგადად ტრანსპორტის სფეროში და განსაკუთრებით საავიაციო სფეროში მე მინდა სიამაყით ვქთვა, რომ 70% ამ ევრორეგულაციების ჩვენთან დანერგილია. ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენების შესრულებითვის საჭიროა ავიაკომპანიის 51%-ს ანუ საკონტროლო პაკეტს ფლობდეს საქართველოს მოქალაქე. ეს იყო სუფთა ბიზნეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, უფრო ეფექტურად და სწრაფად მოხდეს ჩვენი დანიშვნები ევროპის ქვეყნების მიმართულებით.”- აცხადებს "Myway Airlines"-ის კომერციულმა დირექტორი იგორ აფციაური.