10.თებერვალი.2019 10:00
ეკონომიკა

„რას მოიტანს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლა? - არაფერს“

„რას მოიტანს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლა? - არაფერს“
კომპანია „გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გარკვეული ბიუჯეტი, რასაც სხვადასხვა პროექტებში „ტრანზიტზე ატარებს“.

ვატო ასათაშვილის აზრით, ვინ იქნება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამას არსებითი მნიშვნლეობა არ აქვს.  ამის შესახებ მან bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

„დღესდღეობით, ვინ იქნება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუციურად, ტურიზმის ადმინისტრაცია ქმედითი ორგნიზაცია არაა. დიდი ხანია, საუბარი მიდის იმაზე, რომ მას სჭირდება ინსტიტუციონალური რეფორმა. ის უნდა გახდეს უფრო ქმედითი, უფრო აქტიური ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მათ შორის რეგულაციების საკითხებზე, მათ შორის ტურიზმის გრძელვადიანი პოლიტიკის საკითხებზეც.

ჯერჯერობით, რაც მოვისმინეთ <მარიამ ქვრივიშვილისგან> ზუსტად იგივე ნარატივია, რასაც ტურიზმის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი აკეთებდა. ეს იყო უბრალოდ რაღაც ხედვაზე საუბარი. საბოლოო ჯამში, რას მოიტანს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლა? - შემიძლია გითხრათ, რომ არაფერს, თუ არ იქნება თვისობრივი ცვლილება თვითონ ტურიზმის პოლიტიკაში. დღესდღეობით, ტურიზმის ადმინისტრაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტს ღებულობს და შემდეგ ამ ბიუჯეტს ტრანზიტზე ატარებს სხვადასხვა პროექტებში“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.
ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 14:53
69

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
124

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
116

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
288

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
221

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
298

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად