მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან - ქობულიას უწყება განცხადებას ავრცელებს

5b530567d02c5
BM.GE
21.07.18 13:54
1518
ეკონომიკის სამინისტრო პროკურატურის მიერ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სამართლებრივი პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე.,წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.