მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვენ ქართული კლასტერები მთავრობისგან?

5bc41d9b9229b
BM.GE
15.10.18 09:00
2019
ევროპაში 2000-მდე კლასტერია რეგისტრირებული, რომელთაგან 150 მსოფლიო კლასის კლასტერია. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ 3 კლასტერი მუშაობს და სამივე საკანონმდელო კუთხით ცვლილებების აუცილებლობაზე და მთავრობის მხარდაჭერაზე საუბრობს.

კინოკლასტერი: ერთ წელიწადზე მეტია, უკვე „ქართული კინოკლასტერი“ ოფიციალურად რეგისტრირებული სუბიექტია, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას მთავრობა არ ჩქარობს. კინოკლასტერის წევრები რამდენიმე თვეა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობენ, რომელიც კვალიფიციური ხარჯების უკან დაბრუნების (cash rebate) სქემას გულისხმობს. სქემა მუშაობს, თუმცა არა ყველასთვის, მხოლოდ სამთავრობო პროგრამა „გადაიღე საქართველოს“ ჩართულ ბენეფიციარებს აქვთ მსგავსი შეღავათით სარგელობის უფლება, ანუ უცხოელ პროდუსერებს საქართველოში გადაღებული ფილმისა თუ სხვა სახის აუდიო-ვიზუალური პროდუქციის კვალიფიციური ხარჯების 20% უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.
„თუ კვალლიფიციური ხარჯების უკან დაბრუნების კომპონენტი გახდება კანონმდებლობის ნაწილი, ჩვენ გვექნება გარანტია, რომ ეს ინიციატივა არის მდგრადი და გძელვადიანი“-აცხადებენ კინოკლასტერის წევრები.

ავეჯის კლასტერი: მთავრობის ხელშეწყობაზე საუბრობენ ავეჯის კლასტერის წარმომადგენლებიც. მათ შორის მეწარმეობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე დარგების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე დარგის განვითარების ფარგლებში აქტივობების გამართვა, ხარისხის სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა, საზოგადოებრივ ბაზაზე პროფსასწავლებების დაფუძნება და მისი განვითარების ხელშეწყობა. თუმცა როგორც Bmg-თან საუბრობში ქეთა ბუაჩიძე ავეჯის კლასტერის მენეჯერი აცხადებს, ისინი აქტიურად ვთანამშრომლობთ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან და ერთობლივად რამოდენიმე მიმდინარე პროექტსაც ახორციელებენ.

ხელისუფლების მხარდაჭერა და ხელშეწყობაზე მიუთითებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის წარმომადგენლებით, სადაც ამ დროისთვის 11 კომპანიაა გაერთიანებული. კომპანიის წარმომადგენლები აქცენტს შემდეგ მიმართულებაზე აკეთებენ:
1. ICT- ის სფეროსთვის ე. წ „Business Friendly“ კანონმდებლობის შემუშავება
2. კლასტერის წევრების პროდუქციის როგორც ქართულ ისე უცხოურ ბაზარზე რეალიზაციაში დახმარება
3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება...

შეგახსენებთ: აღნიშნული კლასტერების დაფუძნებისა და განვითარების მხარდამჭერია ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელიც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.