მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ?

5ab332b22f12c
ელენე გოგბერაშვილი
22.03.18 09:30
1175
ეკონომიკის სამინისტრო ,,შენობა-ნაგებობების ენერგეტიკული მახასიათებლების შესახებ’’ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ენერგოეფექტიანობის მოთხოვნებს ადგენს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტების დახმარებით შემუშავდა, რომელიც ძალაში მომავალი წლის ივნისამდე უნდა შევიდეს.

,,აღნიშნული კანონპროექტი მალე იქნება დაგზავნილი უწყებებითვის და წელსვე შემოვა პარლამენტში. კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ კანონის ძალაში შესვლისათვის დაახლოებით 9 კანონქვემდებარე აქტი უნდა შემუშავდეს, მათ შორის ისეთები, რომელიც შეეხება მთელი საქართველოს ზონირებას ანუ მოხდება ზონებად დაყოფა ენერგო მოხმარების თვალსაზრისით და კლიმატიდან გამომდინარე. დადგენილი იქნება ნორმები თითოეული ზონისათვის და თითოეულ ზონაში არსებული შენობა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს . ეს ყველაფერი იქნება მიღებული მომავალი წლის დასაწყისში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ მომავალი წლის ივნისის ბოლომდე უნდა იყოს ძალაში შესული’’-განმარტა ირმა ქავთარაძემ.