მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ჰპირდება გურულებს ახალი გუბერნატორი

5b7a788ca50e5
თელარა გელანტია
20.08.18 12:14
635
გურიის ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია გურულებს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს გურიის განვითარებისთვის. ამის შესახებ გურიის ახალმა გუბერნატორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრს წარდგენსითვის მადლობა გადაუხადა.

„გურია ჩემი მშობლიური მხარეა და ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენს კუთხეს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ადგილობრივი შრომის რესურსების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ვპირდები გურულებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გურიამ და გურლებმა იგრძნონ უკეთესი ცხოვრება და განვითარება მათი ოჯახებისთვის საგრძნობი გახდეს. რაც შეეხება ბახმაროს და სხვა პროექტებს, რომელიც გურიაში მიმდინარეობს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, როცა დეტალურად გავეცნობი ყველაფერს“, - განაცხადა ნასარაიამ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მან თქვა, რომ „თუ ადამიანი ტემპს ფეხს აუწყობს, ასეთ კადრებთან გაუადვილდება მუშაობა“.

„თუ აუცილებლი გახდა საკადრო ცვლილება, ამაზე უკან არ დავიხევ. პირველ რიგში, უნდა ვნახო არსებული გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოები და როგორ ამყვებიან“, - აღნიშნა ახალმა გუბერნატორმა.