მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს საქართველოს და გერმანიის რკინიგზის ერთობლივი პროექტი

5b019fabe44f4
თელარა გელანტია
20.05.18 21:00
1958
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შანხაის ყველაზე დიდ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ გამოფენაზე (Transport Logistic China 2018) საქართველოს რკინიგზამ და გერმანიის რკინიგზამ ერთობლივი პროექტი წარადგინეს.

მისივე ინფორმაციით, პროექტი გერმანიიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მიმართულებით მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას გულისხმობს.

„აღნიშნული პროექტის მარშრუტი სათავეს დუისბურგში იღებს, რუმინეთიდან საკონტეინერო გემით საქართველოს პორტებისკენ გრძელდება, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ჩინეთის ან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით იშლება”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.