მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ლარით დაჯარიმდებიან კომპანიები ეტიკეტირების ახალი წესის დარღვევის დროს?

5c48437c95224
ლევან თაღიაშვილი
23.01.19 16:19
864
სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განმარტა, რომ სურსათის ეტიკეტირების ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში ბიზესოპერატორები სხვადასხვა თანხით დაჯარიმდებიან.

“სანქციები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითააგათვალისწინებული.

მცირე ბიზნესოპერატორისთვის დაწესებულია 200-ლარიანი ჯარიმა, დიდი ბიზნესოპერატორისთვის, ვისაც 200,000-ზე მეტი ბრუნვა აქვს - 400 ლარი, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 600 ლარი. ტექნიკური რეგლამენტის შეუსაბამოდ ეტიკეტირებული სურსათი ექვემდებარება ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან უკვე განთავსებულის ამოღებას.

2015-2018 წლებში, დაახლოებით, 400-მდე ბიზნესოპერატორია ეტიკეტირების წესის გამო დაჯარიმებული", - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 მარტიდან შედის,  ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება.

ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით.