მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ფიზიკური პირი იხდის საქართველოში ქონების გადასახადს

5bcc788d79a9b
თელარა გელანტია
21.10.18 16:58
4344
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან დგებუაძის ინფორმაციით, საქართველოში ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობა 64 000-მდეა.

ამის შესახებ დგებუაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ცნობისთვის: ფიზიკური პირებს, რომელთა წინა წლის დარიცხული შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე აქვთ ვალდებულება, რომ ქონების გადასახადის დეკლარაცია წარადგინონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ადმინისტრაციულად დაჯარიმების რისკის ქვეშ მოხვდებიან.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, ფიზიკური პირების ინფორმირების მიზნით, უწყება აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

„ფიზიკურ პირებს ვუგზავნის sms შეტყობინებებს, რომ მათი წლიური შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს და არ გამორჩეთ დეკლარაციის შევსება. ასევე, სერვის-ცენტრებში ვატარებთ ღია კარის დღეებს“, - აღნიშნა დეგებუაძემ.

მისივე თქმით, ქონების გადასახადის გადამხდელთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია.

როგორც შემოსავლების სამსახური წარმომადგენელმა აღნიშნა, მზარდია ქონების გადასახადის გადამხდელთა აქტივობაც.

„მაგალითად, თუ 2017 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, წარმოდგენილი იყო 14,000 დეკლარაცია, წელს ეს რიცხვი 15 800-მდეა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ქონების გადასახადის გადამხდელთა ჯამურ რაოდენობას, დგებუაძის ინფორმაციით, 2017 წელს ქონების გადასახადი სულ 64, 000-მა ფიზიკურმა პირმა გადაიხადა.

„64,000 ათასი ფიზიკური პირიდან 34,000 ათასი მიწის გადასახადის ვალდებულებების ნაწილში ქონების გადასახადის გადამხდელია, ხოლო 29,000 ფიზიკური პირი კი, მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლის წლიური შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება; გარდა ამისა, საგადასახადო კანონმდებლობით გვაქვს ასეთი ჩანაწერი, რომ თუ ფიზიკურმა პირმა ერთხელ დაადეკლარირა ქონების გადასახადი და მომდევნო წელს არ ეცვლება მონაცემები, მას შეუძლია დეკლარაცია არ წარმოადგინოს და საგადასახადო ორგანო ავტომატურად დაარიცხავს გასული წლის შედეგების მიხედვით; აქედან გამომდინარე, 29,000 ფიზიკურ პირს ემატება 8,200 დეკლარაცია, რომელიც ავტომატურად გადმოვიტანეთ გაული წლის შედეგების მიხედვით ანუ ჯამში, 37 000 დეკლარაცია არის შევსებული ფიზიკური პირების მიერ, რომელთა წლიური შემოსავალი 40,000 ლარზე მეტია“, - განმარტა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, წლიური 100,000 ლარზე მეტი შემოსავალის სტატუსით 2017 წელს დეკლარაცია დაადეკლარირა 8,723-მა ფიზკურმა პირმა, ხოლო 29,000 ფიზიკურ პირს წლიურ შემოსავლებში 40,000-დან 100,000 ლარამდე ჰქონდა მითითებული.

ცნობისთვის: ქონების გადასახადის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში მინიმალური სანქციაა გადასახდელი თანხის 5%, ხოლო მაქსიმალური ზღავრი - თანხის 30%.