16.მაისი.2018 15:20
ბიზნესი

Radisson საქართველოში კიდევ 7 სასტუმროს გახსნას გეგმავს

Radisson საქართველოში კიდევ 7 სასტუმროს გახსნას გეგმავს
Radisson Hotel Group-ის გენერალური მენეჯერი იორდი კუიჯთი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოში 3 სასტუმროთი არიან წარმოდგენილი, რომელთა რაოდენობაც მომდევნო 5 წელიწადში 10-მდე გაიზრდება.

მისი თქმით, გაფართოების გეგმები აქვთ როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში, თუმცა, აქცენტს ძირითადად რეგიონებზე აკეთებენ.

„გაფართოების ძალიან მკაცრად გაწერილი გეგმა გვაქვს. 7 ახალი სასტუმროს გახსნას ვაპირებთ, რის შემდეგაც საქართველოში 10 სასტუმროთი ვიქნებით წარმოდგენილი. საუბარია სხვადასხვა რეგიონებზე გუდაურზე, წინანდალზე, ბორჯომზე, ასევე ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ბათუმი, თბილისი, ქუთაისი. მომავალი რეგიონებშია. თბილისი აგრძელებს გაფართოებას, თუმცა, დანარჩენი სასტუმროების შემთხვევაში ფოკუსი რეგიონებზე იქნება. ეს პროექტი მომდევნო 5 წელში მზად უნდა იყოს“,- აცხადებს Radisson Hotel Group-ის გენერალური მენეჯერი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



16.იანვარი.2019 18:00
32

მეწარმე : "წინა მთავრობის დროს კომუნიკაცია გაცილებით უკეთესი იყო“

ვრცლად
15.იანვარი.2019 12:00
940

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ

ვრცლად
15.იანვარი.2019 09:50
437

,,ვაზისუბნის მამული“ ევროპაში ლოგისტიკურ ცენტრს ქმნის

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:08
46

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

ვრცლად
14.იანვარი.2019 16:06
283

ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს

ვრცლად
09.იანვარი.2019 17:03
103

„ვისოლმა“ საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

ვრცლად