16.მაისი.2018 15:30
ბიზნესი

Radisson Hotel Group საქართველოში ტურიზმის მინისტრის დანიშვნის იდეით გამოდის

Radisson Hotel Group საქართველოში ტურიზმის მინისტრის დანიშვნის იდეით გამოდის
Radisson Hotel Group-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში ტურიზმის მინისტრის დანიშვნის იდეით გამოდის. იორდი კუიჯთის განცხადებით,  ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კარგად მუშაობს და საქართველოში ამ თანამდებობის შექმნა სხვა საფეხურზე აიყვანდა ტურიზმის განვითარებას.

"ამ შემთხვევაში ტურიზმი რუკაზე სერიოზულ ადგილს დაიკავებდა უკვე პოლიტიკურ დონეზეც",- აცხადებს სასტუმროების ქსელის გენერალური მენეჯერი.

მისივე თქმით, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარი გამოწვევა დაკავშირებულია არა იმდენად ინვესტიებთან, რამდენადაც სერვისის ხარისხთან.

"საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ძალიან დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ამას პროფესიონალურად უნდა მიუდგეთ, რაც პირველ რიგში განათლებიდან მოდის. საქართველოში არსებული მდგომარეობა ამ მხრივ ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ამიტომ სასტუმროებს ინდივიდუალურად უწევთ თანამშრომლების გადამზადება. ამ პროცესებს დააჩქარებდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მეტი თანამშრომლობა.

ამ მომენტისთვის სასტუმროში ჩვენ ყველა ჩვენს თანამშრომელს ვამზადებთ და როგორც საერთაშორისო კომპანიას ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვაპირებთ სასტუმროს გახსნას წინანდალშიც და ვხედავთ, რომ იქ მართლაც ძირეულად მოგვიწევს თანამშრომლების გადამზადება",- აცხადებს სასტუმროების ქსლის მენეჯერი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



20.აგვისტო.2018 10:40
755

მთავრობის 8 გზავნილი საქართველოს პოტენციურ ინვესტორებს

ვრცლად
20.აგვისტო.2018 10:00
2400

56 მლნ დოლარით, ივანიშვილი საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაშია

ვრცლად
19.აგვისტო.2018 17:53
286

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს

ვრცლად
19.აგვისტო.2018 11:10
1017

"საქართველოს კაპიტალი" გურიაში ჰესის აშენებას 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყებს

ვრცლად
18.აგვისტო.2018 18:25
2302

ქართულ ბაზარზე ასკილის უალკოჰოლო ლუდი გამოჩნდება

ვრცლად
18.აგვისტო.2018 14:43
1277

ლოკაციები, სადაც მერია “ბიუ-ბიუს” ჯიხურების განთავსების უფლებას არ აძლევს

ვრცლად