23.თებერვალი.2016 18:40
ბიზნესი

რაჭაში მეღორეობის განვითარებისთვის და ლორის წარმოებისთვის დაფინანსების პროექტი მიმდინარეობს

რაჭაში მეღორეობის განვითარებისთვის და ლორის წარმოებისთვის დაფინანსების პროექტი მიმდინარეობს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) რაჭა-ლეჩხუმში ტრადიციული რაჭული ლორის აღორძინებისა და მეღორეობის ფერმების განვითარების საპილოტე პროექტი წამოიწყო. რაჭაში რეგისტრირებულმა ფერმერებმა განაცხადები უკვე შეავსეს ფინანსური დახმარების მისაღებად, რომელიც მეღორეობის ფერმებისა და ლორის შესაბოლი შენობა-ნაგებობების მოსაწყობად არის გამოყოფილი. როგორც FAO-ში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს განაცხადების განხილვის შემდეგ, 1 თვის ვადაში კონკრეტული ბენეფიციარები გამოვლინდებიან, რომლებიც გრანტის სახით ფინანსურ რესურსს მიიღებენ.
 
"მეცხოველეობა საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, განსაკუთრებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, თუმცა ცხოველთა გახშირებული დაავადებებისა (მაგალითად, ღორის აფრიკული ცხელება) და მოძველებული სასოფლო-სამეურნეო მეთოდების პირობებში, მეღორეობა საქართველოში დაბალპროდუქტიული მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ტენდენცია კი, თავის მხრივ, ლორის წარმოების პროცესს აზარალებს“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

FAO-ს ექსპერტებმა რაჭაში სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გააანალიზეს და ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფთან (რომელიც ადგილობრივი მოსახლებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან შედგება) კონსულტაციების საფუძველზე, გადაწყვიტეს რეგიონში რაჭული ლორის წარმოებისა და საღორე მეურნეობის მხარდაჭერა.
ჯამბულ ჯუბაშვილი ადგილობრივი ფერმერია, რომლმაც, 5 დედაღორზე გათვლილი საღორე მეურნეობის მოსაწყობად, რაჭაში მიწის ნაკვეთი შეიძნა. „ეს ადგილი იდეალურია საღორე მეურნეობისთვის", - ამბობს იგი, "გარშემო სულ მუხის ხეებია და ჩემი ღორები საუკეთესო რკოს, წაბლს და ვაშლს მიირთმევენ. ამიტომ აქვს რაჭაში ღორის ხორცს განსაკუთრებული გემო. აქ ყველანაირი პირობაა ღორების გასაზრდელად, მხოლოდ ფინანსური და ტექნიკური რესურსი გვესაჭიროება თანამედროვე ფერმები რომ განვავითაროთ".

მეღორეობის ფერმისა და ლორის წარმოების განვითარებისთვის დაფინანსების მისაღებად, განაცხადის შეტანა რაჭაში რეგისტრირებულ ყველა ფერმერს შეეძლო.

"ჩვენ ყველა შემოტანილ აპლიკაციას განვიხილავთ. გრანტის მოსაპოვებლად მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო: საღორე მეურნეობასა და ლორის წარმოებაში დადასტურებული გამოცდილების ქონა და ორი დედაღორის ფლობა პირად საკუთრებაში", - აცხადებს ბექა ძაძამია, FAO-ს პროექტის მენეჯერი.
ფინანსური დახმარების პარალელურად, FAO რაჭველი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავს, რაც მიზნად ისახავს სექტორში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების ამაღლებას.

საპილოტე პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ და პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.



27.მაისი.2018 16:00
117

ქართული მიკრომწვანილი ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
27.მაისი.2018 14:37
70

„ჩააქსოვე“- ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

ვრცლად
27.მაისი.2018 11:20
298

ქუთაისის თიზის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება

ვრცლად
27.მაისი.2018 10:33
941

TAV: "თბილისის აეროპორტი კიდევ გაფართოვდება"

ვრცლად
26.მაისი.2018 13:30
208

ანზორ ქოქოლაძე: ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება

ვრცლად
25.მაისი.2018 21:00
818

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად