მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ეროვნული პარკის მოწყობა 2019 წელს დასრულდება

5bcd704461665
მარიამ ადამია
22.10.18 10:35
1238
„ონსა და ამბროლაურს შორის, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის მოწყობა უკვე კანონპროექტის ეტაპზეა“ - თემაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკო თევდორაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა უკვე დასრულდა და დადგინდა, რომ აღნიშნული ადგილი ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებულ სახეობებს აერთიანებს და აქ, მნიშვნელოვანი ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა კონსერვაცია და შენახვაც ნამდვილად ღირს. შემდეგ, დასკვნის საფუძველზე მომზადდა კანონპროექტი და ახლა უკვე ბოლო ეტაპზე ვართ, ანუ მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა უნდა განიხილოს. განხილვა კი, სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მოხდება და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლისთვის საქართველოს ახალი დაცული ტერიტორია შეემატება“ - აღნიშნავს ნიკო თევდორაშვილი.

მისივე თქმით, გარდა რაჭისა, კიდევ რამდენიმე ტურისტულ ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლებიც 2019 წლისთვის გაიხსნება. მათ შორის სახელდება კავკასიაში პირველი სამკურნალო, მღვიმე, საწურბელეს მღვიმე, რომელიც თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში მასზე გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება მისი მმართველი ორგანიზაცია, რომელიც უკვე შეძლებს მიიღოს ვიზიტორები და მოემსახუროს მათ.

გაიხსება ოკაცეს ჩანჩქერიც, სადაც ამ დროისთვის დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება დაკიდული ხიდის შეცვლა, რომელიც შუშის იატაკით იქნება და ეს კიდევ დამატებითი ექსტრემი იქნება ვიზიტორებისთვის.