09.აპრილი.2016 11:00
ეკონომიკა

რაჭაში 7 ჰექტარზე კაკლის ახალი ბაღები გაშენდება

რაჭაში 7 ჰექტარზე კაკლის ახალი ბაღები გაშენდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ველიშიორი“ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წლის 1 თებერვალს ჩაერთო და 7 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 29,389.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
 
კოოპერატივის მიერ კაკლის ბაღის გაშენების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერი ლევან დოლიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაშენებელი ფართობი, დღეის მონაცემებით, შეადგენს 1296 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,5 მილიონ ლარს აღემატება.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა, ბაღის გაშენების შემთხვევაში, ნერგების ღირებულების 70%-ს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს და

სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს შეადგენს.



21.ნოემბერი.2018 10:52
65

წლის დასაწყისიდან სებ-მა სავალუტო აუქციონებზე $132.5 მლნ შეისყიდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 09:21
52

ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება შემცირდა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:22
273

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
510

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
1117

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
100

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად