მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფერენცია "განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის"

BM.GE
03.06.22 09:07
321
თიბისი ბანკის სათაო ოფისში გუშინ, თიბისის და განახლებადი ენერგიის კომპანია ენოვუსის პარტნიორობით კონფერენცია გაიმართა თემაზე - განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის. კონფერენციაზე საქართველოს ბიზნეს საზოგადოების წევრები გაეცნენ განახლებადი ენერგიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ტექნოლოგიებს. ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკები. აგრეთვე ისაუბრეს არსებული ინფრასტრუქტურის და წახალისების მექანიზმებზე საქართველოში, განახლებადი ენერგიის წარმოებისა და მოხმარების კუთხით.