07.დეკემბერი.2018 10:15
EU Georgia

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ევროკავშირის მიმართ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ევროკავშირის მიმართ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველომ აიღო საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანის ვალდებულება.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ერთიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც, ერთის მხრივ, ემსახურება ემიტენტებისთვის გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვირდებას, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს საბაზრო მანიპულაციის თავიდან აცილების მექანიზმებს.

BM.GE-მ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს მიმართა კითხვით: „რა ვალდებულებები აიღო საქართველომ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით და ამჟამად რა მდგომარეობაშია საფონდო ბირჟა?“

“საქართველომ აიღო რიგი ვალდებულება, რომ ევროკავშირის ცალკეული დირექტივები, რომელიც დაკავშირებულია კაპიტალის ბაზართან, დროთა განმავლობაში დაინერგოს. თუმცა ეს არ გულისხმობს ჩვენს ვალდებულებას, რომ ამ რეგულაციების პირდაპირ კოპირება მოვახდინოთ. შეიძლება მათი ტრანსფორმაცია ისე, რომ მოერგოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ასევე არსებობს გარკვეული ვადები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ევროდირექტივების დანერგვა. საუბარია, ძირითადად ინვესტორთა დაცულობაზე, რომლებიც საფონდო ბირჟაზე მონაწილეობენ, ასევე წესები, რომლებიც საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარებს და ბაზრის სხვა მონაწილეებს ეხება. ამ ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა, სერიოზული ანალიზი ევროკავშირის დირექტივების. მაგალითად, რომელი მოერგება საქართველოს საჭიროებებს ბაზრის დღევანდელი მდგომარეობით და ა.შ. არის რეგულაციები, რომლებიც იმდენად მკაცრია, რომ მათი დანერგვა ბოლომდე უჭირთ ევროპის ქვეყნებშიც კი, რადგან ის ბაზრის განვითარბეის გარკვეულ ეტაპს მოითხოვს. საქართველოს საფონდო ბაზარი არის განუვითარებელი და ძალიან შორს არის ევროპული სტანდარტებისგან, ამიტომ პირდაპირ რეგულაციების დანერგვა და პირდაპირ გადმოღება დიდი ზიანის მომტანი იქნება“,  - განაცხადა გიორგი ფარესშვილმა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



11.დეკემბერი.2018 10:38
82

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 20:30
387

რას ყიდის საქართველო ევროკავშირში?

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 19:37
85

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 16:40
326

ევროკავშირის დაფინანსებით, ბორჯომში სალიფსიტე მეურნეობა აშენდა

ვრცლად
05.დეკემბერი.2018 17:21
197

ევროკავშირის თანადაფინანსებით, ბორჯომში საჯინიბო აშენდება

ვრცლად
05.დეკემბერი.2018 16:50
104

„ევროკავშირის ქვეყნები ყველაზე სტაბილურ საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენენ“

ვრცლად