მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება სახელმწიფოს მაჟორიტარის ბიუროების შენახვა?

5b51c79207611
ელენე გოგბერაშვილი
20.07.18 15:32
1746

სახელმწიფო მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების ბიუროების შენახვაზე 4 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. საბიუჯეტო სახსრები ბიუროს თანამშრომელთა ხელფასებს, ფართის ქირას და ბიუროს ფუნქციონირების მიმდინარე სხვადასხვა ხარჯებს ხმარდება.

 2018 წელს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წლიური ფონდი 4 მლნ 392 ათასი ლარით განისაზღვრა. თითოეული ბიუროს დაფინანსება ხდება შემდეგნაირად: ერთ ბიუროს ყოველთვიურად 4300 ლარი გამოეყოფა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც განთავსებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიურ დაფინასებას - ანუ 4300 ლარს, ემატება 2390 ლარი თითეულ დამატებით მუნიციპალიტეტზე“.

 გასულ წელს, ბიუროების შენახვაზე 2018 წელთან შედარებით მეტი დაიხარჯა, ჯამში 4 მილიონ 478 ათას ლარზე მეტი.  4 მილიონიდან 3 მილიონზე მეტი ბიუროების თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდა. დარჩენილი თანხა ფართის ქირა, კომუნალური და ტრანსპორტის ხარჯებია.

2017 წელს ბიუროების გაწეული მუშაობის სტატისტიკური მონაცემები 73 მაჟორიტარის ბიუროდან მხოლოდ 41-მა მოგვაწოდა.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ თითოეული მათგანის საქმიანობა მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე შესაბამის უწყებებთან მხოლოდ შუამდგომლობთ შემოიფარგლება.

მე-9 მოწვევის მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა 2017 წლის ბიუროს ხარჯების მიხედვით, გოჩა ენუქიძის ბიურო ლიდერობს. მათ გასულ წელს 143 ათასი ლარი დახარჯეს. 112 ათასი ლარის ხარჯი გასწია ზაქარია ქუცნაშვილის ბიურომ. ყველაზე მაღალმხარჯველი ბიუროების ხუთეულშია ანზორ ბოლქვაძის, ენზელ მკოიანისა და გიორგი კოპაძის  ბიუროები. 73 ბიუროდან გასულ წელს ყველაზე ცოტა, 38 ათასი ლარი ვაკის მაჟორიტარის, ზაზა ხუციშვილის ბიურომ დახარჯა.