მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ბრექსიტი ბრიტანეთს? – ძალიან ძვირი

5c628b781a179
ელენე კვანჭილაშვილი
12.02.19 13:02
2512
2018 წლის ბოლო სამ თვეში ანუ მას შემდეგ, რაც ბრექსიტის ირგვლივ არსებულმა გაურკვევლობამ ესკალაცია განიცადა, კერძო სექტორმა ბრიტანეთში ინვესტიციები 4%-ით შეამცირა - დათვალა Bloomberg-მა.

ფულად გამოსახულებაში, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციების სახით, გაერთიანებულმა სამეფომ, 2 მილიარდი ფუნტი ანუ 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა.
ზარალი ასეთი მასშტაბური 10 წლის წინ, გლობალური ფინანსური კრიზისის დროსაც არ ყოფილა.

Bloomberg–ის შეფასებით, ეს რიცხვი საუკეთესოდ ასახავს ბრიტანული პოლიტიკის კრიზისს, რომელიც მით უფრო ღრმავდება, რაც უფრო მეტად ახლოვდება დრო, როდესაც თუკი პოლიტიკოსები ბრექსიტის ყველასთვის მისაღებ პირობებზე არ შეთანხმდებიან, ბრიტანეთში ბაზირებულ კომპანიებს ევროკავშირიდან გამოყრიან და საკანონმდებლო გარჩევებში ჩაითრევენ.