მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს სურსათის ეტიკეტზე? - რეგულაცია 1 მარტიდან ამოქმედდება

5c4826d637338
ლევან თაღიაშვილი
23.01.19 12:46
1847
ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 მარტიდან შედის, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ბიზნესოპერატორებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.

სეს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით, მისი მიხედვით: 

• გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი;

• განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო) ;

• განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან (საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება) დაკავშირებით;

• ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს (შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით);

• სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ (გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა);

• განისაზღვრა სურსათის ნეტოს (სუფთა წონის) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება;

• განისაზღვრა მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე დასატან ინფორმაციასთან დაკავშირებით;

• ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული (წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით); 

• სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი;

საქართველოს მთავრობის დადგენილება 2016 წლის 1 ივლისსა მიღებული.