მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას ხარჯავენ NATO-ს წევრი ქვეყნები სამხედრო შეიარაღებაზე

5b5438ae929fb
ნინი ლონგურაშვილი
22.07.18 15:40
4626
2017 წელს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო შეიარაღებაზე  950 მლრდ დოლარამდე დახარჯეს. NATO-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო შეიარაღებაზე ყველაზე მეტ თანხას აშშ ხარჯავს. 2017 წელს დახარჯული 950 მლრდ დოლარიდან 685.9 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

სამხედრო შეიარაღებისთვის გამოყოფილი თანხების მიხედვით აშშ-ს მოსდევს გაერთიანებული სამეფო 55,2 მლრდ დოლარით. მესამე ადგილზეა საფრანგეთი 45,9 მლრდ დოლარით.
 
 45,4 მლრდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაზე გერმანია. იტალიამ კი გასულ წელს  23,3 მლრდ დოლარი დახარჯა.
 
 NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების მიერ სამხედრო შეიარაღებაზე დახარჯული თანხები ასე გამოიყურება:
 
კანადა 21,2 მლრდ დოლარი
თურქეთი 12,1 მლრდ დოლარი
ესპანეთი 12 მლრდ დოლარი
პოლონეთი 10,3 მლრდ დოლარი
ნიდერლანდების სამეფო 9,7 მლრდ დოლარი
ნორვეგია 6,7 მლრდ დოლარი
საბერძნეთი 4,7ვმლრდ დოლარი
ბელგია 4,4 მლრდ დოლარი
დანია 3,8 მლრდ დოლარი
რუმინეთი 3,6 მლრდ დოლარი
პორტუგალია 2,8 მლრდ დოლარი
ჩეხეთის რესპუბლიკა 2,2 მლრდ დოლარი.