მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას მოუტანს სამეფო ქორწილი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას?

5b014f3827195
ლევან თაღიაშვილი
20.05.18 14:45
3339

19 მაისს დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და ცნობილი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა, რომელმაც მსოფლიო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ქორწილს პირდაპირ ეთერში, თითქმის, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილისაგან განსხვავებით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შეუღლება, თითქმის, 5-ჯერ უფრო იაფი დაჯდა. თუმცა ამ ხარჯებს სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, მხოლოდ სუვენირების გაყიდვიდან საკმაოდ დიდ შემოსავალს მიიღებს.

Businessinsider-ის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა, დამატებით, $1,4 მილიარდს მიიღებს. თანხაში შედის ის ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც რესტორნებში, მოდური ტანსაცმლის მაღაზიებსა და განთავსებაზე დაიხარჯება.

Airbnb-ის მიხედვით, ქორწილის პერიოდში, 18-დან 20 მაისის ჩათვლით, ლონდონი 42,000- ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს, მხოლოდ განთავსებიდან მიღებული შემოსავალი კი - $16,9 მილიონი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Businessinsider-ის ცნობით, მხოლოდ 2015 წელს, მეგან მარკლის ჩაცმის სტილმა ქვეყანას $205 მილიონი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ტურიზმიდან შემოსული თანხებიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ის ყოველწლიურად $171.5 მილიარდს შეადგენს.