მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა მიიღო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა?

5b4c700158a9d
ლევან თაღიაშვილი
16.07.18 21:00
1914
2018 წლის რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საპრიზო ფონდის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. ჯამურად გამოყოფილი თანხა ისტორიაში ყველაზე მაღალი, $791 მილიონი იყო, რაც წინა ჩემპიონატთან შედარებით 40%-ით გაზრდილია. საპრიზო ფონდიდან $400 მილიონი მხოლოდ გუნდებისთვისაა გამოყოფილი.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, საფრანგეთის ნაკრებმა საპრიზო ფონდიდან $38 მილიონი მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულ ხორვატიას წილად $28 მილიონი ერგო, მესამე ადგილოსანი ბელგიის ნაკრებს კი $24 მილიონი. 32-მა მონაწილე გუნდმა მხოლოდ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის $1.5 მილიონი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს კატარში გაიმართება.