მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეები იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟაზე

5c0c37c1a4210
ლევან თაღიაშვილი
09.12.18 13:00
942
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, მომავალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ახალი ობლიგაციები განთავსდება. ეს პროცესი შესაძლოა 2018 წლამდე დასრულდეს.

„ჩვენ რამდენიმე ახალი ობლიგაციის ემისიას ველოდებით საფონდო ბირჟაზე. იმედი გვაქვს, რომ წელს რამდენიმე მათგანი მოხერხდება, ჯერჯერობით დასრულებული არ არის პროცესი. რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე კომპანიების დელისტინგს, ეს კომპანიები რეალურად არც მოიაზრებოდნენ საჯარო კომპანიებად, ისინი ტექნიკურად დაშვებულნი იყვნენ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან. თავისთავად შემცირდა საბაზრო კაპიტალიზაცია, რადგან მექანიკურად მათი აქციები ითვლებოდა კაპიტალიზაციაში. ჩვეულებრივი მათემატიკაა, რომ ეს ფასიანი ქაღალდები რომ აღარაა დალისტული, ამან შეამცირა კაპიტალიზაცია. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია რამდენად ლიკვიდური იყო და ივაჭრებოდა ეს ფასიანი ქაღალდები ბირჟაზე. არც ერთი ეს კომპანია, რომელიც ბირჟიდან გავიდა არ ივაჭრებოდა. ეს იყო ყველაზე არა-ლიკვიდური კომპანიები“ - განაცხადა ფარესიშვილმა.