მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეები აქვს Samsung-ის ახალ მოდელებს? (ვიდეო)

5c6eaa210439a
ლევან თაღიაშვილი
21.02.19 18:00
1575

Samsung-მა ახალი Galaxy S10-ის სერიის მოდელები წარადგინა. სმარტფონი დახუნძლულია რევოლუციური სიახლეებით. სანამ განახლებული დიზაინის კონცეფციას შევეხებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი 5G მხარდაჭერა, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული.

Huawei Mate სერიის სმარტფონების შემდეგ, უკვე Galaxy S10-საც შეეძლება სხვა ტელეფონის და უკვე უსადენო ყურსასმენების დამუხტვა. მას Touch ღილაკი ეკრანზე ექნება განთავსებული, ასევე 3 კამერა განსაკუთრებული "ზუმის" ფუნქციას მატებს ახალ მოდელს.

პრეზენტაცია სან ფრანცისკოში გაიმართა, სადაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Galaxy Fold-მა მოახდინა, რომელსაც ტაბლეტად გარდაქმნა შეუძლია და $1980 ღირს. მისი გაყიდვა 26 აპრილს დაიწყება.

5.8 ინჩიანი Galaxy S10 $749 ეღირება, 6.1 ინჩიანი - $899, 6.4 ინჩიანი კი - $999.