06.დეკემბერი.2018 18:28
ეკონომიკა, საზოგადოება

რა შემთხვევაში ვერ „ჩაგიჭრიან“ ელექტროენერგიას, გაზს ან წყალს?

რა შემთხვევაში ვერ „ჩაგიჭრიან“ ელექტროენერგიას, გაზს  ან  წყალს?
ეკრძალებათ თუ არა კომუნალური მომსახურების გამწევ კომპანიებს ელექტროენერგია ან გაზი ჩაუჭრან იმ მომხმარებლებს, რომლებიც ბინაში ცხოვრობენ? - ეს კითხვა ძალიან ბევრ მომხმარებელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელში იურისტმა დავით ზირაქაშვილმა დაწერა, რომ სააპელაციო სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებით, გაზისა და დენის „ჩაჭრა“ დაუშვებელია, თუ ბინაში ვინმე ცხოვრობს.

ამ განცხადების საპასუხოდ ენერგოომბუდსმენი სალმე ვარდიაშვილი განმარტავს, რომ საქმე ეხება ერთ კონკრეტულ სიტუაციას, რადგან მომხმარებელსა და გამანაწილებელ კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება ნორმატიული აქტით, რომლითაც მომხმარებელი ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მიმდინარე გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას აქვს უფლება შეწყვიტოს მომსახურება.

მისი თქმით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ფეისბუქ პოსტის ავტორი კი, ისეთ შემთხვევაზე მიუთითებს, როდესაც საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს სურს კომუნალური მომსახურების შეწყვეტა საკუთრების დაცვისა და სადამსჯელო ღინისძიების ბერკეტად გამოიყენოს.

“ელექტროენერგიაც, ბუნებრივი გაზიც და წყალიც, როდესაც ადამიანი ცხოვრობს ბინაში, მისი პირველადი მოხმარების პროდუქტებია. სწორედ ამიტომ ჩვენ მივუთითეთ კომპანიებს, რომ არ დაუშვან გაერო-ს საერთაშორისო პაქტის პირობების დარღვევა, რომლითაც პიროვნებას აქვს უფლება ღირსეულ ცხოვრებაზე, სათანადო საცხოვრებელზე, რაც თავის თავში მოიცავს მათ შორის პირველადი პროდუქტების მიღების აუცილებლობის უფლებას. ამ პაქტის მიხედვით, ყველა კომუნალური მომსახურება არის პირველადი პროდუქტების სიაში. საკუთრების უფლების დაცვისთვის კომუნალური მომსახურებების შეწყვეტა ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი შესაძლებლობა არ არის.

საკუთრება გაცილებით მაღალი სტანდარტით არის დაცული და შესაბამისად, არ უნდა მიეცეს არავის უფლება, რომ საკუთრების უფლების დასაცავად გამოიყენოს და მიმართოს ისეთ სადამსჯელო ღონისძიებებს, როგორიც არის მოქმედი აბონენტისთვის და ადამიანისთვის, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობს კომუნალური მომსახურებების შეწყვეტა“, - აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა 2015 წლიდან დამკვიდრდა და ძირითადად ხდება მაშინ, როცა პირმა იპოთეკით დატვირთული ბინის საფასური ვერ გადაიხადა და უძრავი ქონება კრედიტორის ხელში გადავიდა და თუ ის კვლავ დარჩება აღნიშნულ ფართში, მესაკუთრეებმა მოიფიქრეს, რომ კომუნალური მომსახურების შეწყვეტა გამოსახლების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენონ.

ადვოკატი დავით ზირაქაშვილი, რომლის პოსტსაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, bm.ge-თან აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ურჩი გადამხდელების შემთხვევაშიც იდენტური აღმოჩნდეს.

ის, რომ თითქოსდა ადამიანები თავისუფლდებიან კომუნალური მომსახურების საფასურისგან, არცერთი ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის. შესაბამისად თუ მომხმარებელი მიმდინარე კომუნალურ გადასახადს დროულად არ გადაიხდის, კომპანიას კანონის შესაბამისად აქვს უფლება მომსახურება შეგიწყვიტოთ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



24.იანვარი.2019 13:25
24

„დაანონსებული საგადასახადო შეღავათების რეფორმა დღგ-ის ნაწილში აშკარად შეიცავს უზუსტობებს“

ვრცლად
24.იანვარი.2019 12:25
268

რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის

ვრცლად
24.იანვარი.2019 12:16
208

რა ზარალზე გავიდა სარესტორნო ბიზნესი თამბაქოს მოწევის აკრძალვით 2018 წელს?

ვრცლად
24.იანვარი.2019 11:58
154

რომან კაკულია - ჩვენ არ გვაქვს 13%-იანი უმუშევრობა, ეს მაჩვენებელი არის ბევრად მაღალი

ვრცლად
24.იანვარი.2019 11:30
538

დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგია იცვლება - თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დასაქმებულებად აღარ ჩაითვლება

ვრცლად
24.იანვარი.2019 11:10
139

Schuchmann Wines Georgia სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს

ვრცლად