11.თებერვალი.2019 14:22
ეკონომიკა

რა შემოსავალი აქვს PACE Georgia-ს, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს

რა შემოსავალი აქვს PACE Georgia-ს, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს
ფოთის პორტში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იგეგმება; პროექტი “PACE ჯორჯიას” ეკუთვნის, რომელიც დღეს APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას. ნავმისადგომის გაფართოების ღირებულება $120 მილიონი დოლარი იქნება, საიდანაც $50 მილიონ დოლარს აშშ-ის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტო OPIC-ი გამოყოფს.

“PACE ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 98 მილიონ ლარს შეადგენს. 2017 წლის განმავლობაში 51.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები გემებიდან ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა იყო, რაც 18 მილიონი ლარი დაჯდა, სარკინიგზო ხარჯი -17 მილიონი ლარი, პორტის მომსახურება კი, 3.5 მილიონი ლარი იყო.

“PACE ტერმინალის" საკუთრებაშია 195,066კვ.მ მიწის ფართობი და შენობა ნაგებობები ფოთის პორტის მიმდებარედ. ტერიტორიის ნაწილი 88,893 კვ.მ კომპანიას გადაცემული აქვს იჯარით სატერმინალო მომსახურებისათვის, ნაწილზე მოწყობილია პორტი, რომლისგანაც კომპანია იღებს საპორტო მომსახურების შემოსავალს.

“PACE ჯორჯიას” მეწილეები არიან:

ირაკლი კერვალიშვილი - 38%;
ლაურა ლარიონი - 38%;
თეიმურაზ კერვალიშვილი - 10%;
ირაკლი თათეიშვილი -10 %;
თამაზ კაპანაძე - 4%

ჯგუფში დასაქმებულია 833 თანამშრომელი.

თავად APM Terminals-მა 2017 წელს შემოსავლის სახით 139 მილიონი ლარი მიიღო, კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 55.8 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წელს კომპანიის მოგება 73.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

2018 წლის 11 თვეში ფოთის პორტი 5.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით, 6.7%-ით ნაკლებია.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი



19.თებერვალი.2019 14:40
3

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
134

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
111

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
167

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
177

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
237

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად