15.მარტი.2019 14:15
ეკონომიკა

რა შეცვალა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიებამ ანაკლიის პორტის პროექტისთვის?

რა შეცვალა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიებამ ანაკლიის პორტის პროექტისთვის?
„პირდაპირ გეუბნებით პროექტისთვის ეს დამაზიანებელია“-ასე პასუხობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი კითხვას, თუ რა შეცვალა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებამ.


“თვითონ პროექტისთვის ეს პირდაპირ გეუბნებით დამაზიანებელია, იმიტომ რომ, ჩვენი ინვესტორები, რომლებიც გვყავს შემოკრებილი, ბანკების ჩათვლით, ამას რა თქმა უნდა ისინი საჯაროდ არ აცხადებენ, მაგრამ ეს ასეა, რომ მათ ადარდებთ არსებული დამოკიდებულება ჩვენს სპონსორებსა და მთავრობას შორის.

ეს თუ არ გადაწყდა დროულად, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ მათ ძალიან გაუჭირდებათ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. ეს არის რა მესიჯიც მაქვს მე დღეს და „ალალად გიზიარებთ”.

დღემდე ამ პროექტში 70 მლნ დოლარი გვაქვს ინვესტირებული. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, იმის თქმა, რომ რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, თურმე იყო მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები, ამის თქმა არ იქნება სწორი.

რაც შეეხება თვითონ უშუალოდ სამუშაოებს, ჩვენ ძირითადი სამუშაოების ნაწილი, უბრალოდ იმისთვის, რომ გრაფიკი არ დაგვიანებულიყო, მივმართეთ მთავრობას თხოვნით, რომ დაერთო ნება, რომ ძირითადი სამუშაოების პირველი ნაწილი განგვეხორციელებინა უფრო ადრე.

იურიდიულად ეს ხელშეკრულებაში როგორ ჩაიწერა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ რაც გავაკეთეთ, უნდა ჩატარებულიყო ფინანსური დახურვის შემდეგომ. ჩვენ ეს გავაკეთეთ წინასწარ, ჩვენი თანხებით“-განმარტავს ახვლედიანი.



19.მარტი.2019 20:30
77

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
108

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
191

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
215

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად
19.მარტი.2019 19:10
31

"მეტრა დეველოპმენტი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად