მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შანსები აქვს საქართველოს 5G-ის დანერგვის მიმართულებით?

5b267d2b00750
Forbes
17.06.18 19:00
1216

კომპანია „ჯეოსელის“ ექს-კომერციული დირექტორი ივანე მაჭავარიანი გამოცემა Forbes Georgia-სთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და საქართველოში 5G-ის ტექნოლოგიის დანერგვაზე საუბრობს.

მისი თქმით, გამომდინარე იქნედან რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ეკონომიკური პოლიტიკა და კანონები ლიბერალურია, თუ საქართველოს მთავრობას ექნება სწორი ხედვა და დაინახავს 5G-ის უპირატესობებს ეკონომიკის განვითარებისთვის, გვაქვს შანსი, ვიყოთ რეგიონის ლიდერები.

„ექსპერტების პროგნოზით, მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტის მასობრივად დანერგვა დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყება, ამიტომ 5G-ზე საუბარი 2019 წლიდან საკმაოდ ტრენდული გახდება და, წესით, როცა რაღაც ტრედული ხდება, მერე მალევე იწყება მისი გაშლა. არ გამოვრიცავ, რომ 2020 წლიდან საქართველოშიც გაკეთდეს განაცხადი 5 -ის ექსერიმენტულ დაწყებაზე.“ - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

მაჭავარიანი  საქართველოს ბაზარზე მოქმედ კაშირგაბმულობისკომპანიებსაც აფასებს და ამბობს, რომ 5G- სთვის ყველაზე ძლიერი სასტატრო პირობა „მაგთის“ აქვს.

„რადგან ქსელი უფრო ძლიერი აქვს, რაც გასაგებიცაა - „მაგთის“ ინტერესი მხოლოდ საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე იყო, ამიტომ ის მეტად აგრესიული იყო ინვესტიციებში, ვიდრე „თელია სონერა“, მაგრამ  „სილქნეტ“ – „ჯეოსელის“ შერწყმის შემდეგ ეს უკანასკნელიც გაძლიერდა და მათ შორის განსხვავება არა იმდენად აქტივებშია, არამედ მთავარია, რომელი უფრო მეტ რისკს გაიღებს და რა ხედვას დადებენ.“ - განაცხადა მაჭავარიანმა.