მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეს შეიცავს Start-ღილაკიანი ავტომობილები

5b012ca9a21cb
ლევან თაღიაშვილი
20.05.18 18:10
1525

ტექნოლოგიები ვითარდება, ავტომობილების დიზაინი, შესაძლებლობები და ტექნიკური მახასიათებლები იცვლება. პირველად Start ღილაკი Mercedes-Benz-ის S კლასის 1998 წლის მოდელზე გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად გამოიყენება.

თუმცა New York Times-ის მიხედვით, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ის შეიძლება დიდი საფრთხის შემცველი იყოს და ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწიროს.

გამომცემლობის მიხედვით, ორ ათეულზე მეტი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტოფარეხში დაავიწყდათ მანქანის გამორთვა, რამაც ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გამოიწვია; გაცილებით მეტმა ადამიანმა კი, სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

CNN Money მძღოლებს ურჩევს, კარგად შეამოწმონ და დარწმუნდნენ, გამორთულია თუ არა მათი ავტომობილი და მხოლოდ მას შემდეგ დატოვონ ადგილი.
ასევე არსებობს სხვა გამოსავალიც - ავტოფარეხში დააყენონ ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორი.