მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდება თუ ტრამპი Twitter-ს გააუქმებს

59994beadfde7
BM.GE
20.08.17 14:00
1018
Monress Crespi Hardt & Co-ის ანალიტიკოსის ჯეიმს კაკმაკის განმარტებით, Twitter- ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება, თუ კი აშშ-ის პრეზიდენტი ამ სოციალურ ქსელში საკუთარ გზავნილებს აღარ განათავსებს. მისივე შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით დონალდ ტრამპზე უკეთესი რეკლამა არსად მოიძებნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის გამოყენებას შეწყვეტს, მართალია, ეს მომხმარებლის მასობრივი გადინებას არ გამოიწვევს, მაგრამ სოციალური ქსელის არამატერიალური აქტივებისა და ფასიანი ქაღალდების ღირებულება ნამდვილად შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელი Twitter, 2006 წელს შეიქმნა და ყველაზე ნახვადი ინტერნეტრესურსების ათეულში შედის. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 11.7 მილიარდი აშშ დოლარია და იმ დროიდან, რაც ტრამპი აშშ-ის რეზიდენტი გახდა 14% -ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სკულპტურა დადგეს, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთი სკვერის სკამზე ზის და მტრედებს “ტვიტებით“ კვებავს.

Twitter- ის ოპერაციების დირექტორის ენტონი ნოუტოს განცხადებით, ტრამპის ჩანაწერები სოციალურ ქსელში საზოგადოების ინტერესს იწვევს და მათ სოც-ქსელში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

"ბედნიერი ვიქნებით, თუ ყველა მსოფლიო ლიდერი გამოიყენებს Twitter-ს, როგორც თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციის ძირითად მექანიზმს",-აცხადებს ნოუტო.

არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი Twitter- ზე 2009 წლიდან არის დარეგისტრირებული. მას შემდეგ, მას ქსელში 35,600 შეტყობინება აქვს დაწერილი (საშუალოდ რვა შეტყობინება დღეში). ტრამპის მიკრო-ბლოგის ხელმომწერთა რაოდენობა კი 36.2 მილიონია, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია მომღერალ კეტი პერის ხელმომწერებზე, რომელთა რიცხვი 102 მილიონია.

დონალდ ტრამპ Twitter-ში ძალიან აქტიურია და ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი მის მთავარ პრობლემად მიიჩნევს.