10.იანვარი.2019 14:16
ეკონომიკა

რა მოლოდინები აქვს BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს არჩილ გაჩეჩილაძისგან

რა მოლოდინები აქვს BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს არჩილ გაჩეჩილაძისგან
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება.

გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს 2019 წლის 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს; ის ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტარტეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით ზრდის შესახებ. არჩილი არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნილ ჯანინმა.

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა თავად არჩილ გაჩეჩილაძემაც:

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. საქართველოს ბანკი არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის: არჩილ გაჩეჩილაძეს დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის ის კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილ გაჩეჩილაძე იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 14:10
0

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მინსკში „ქართული სავაჭრო სახლი“ გაიხსნება

ვრცლად
22.მარტი.2019 14:09
5

„არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს“

ვრცლად
22.მარტი.2019 14:03
12

რა ტიპის დანაშაულები გაიზარდა? - პრემიერის განმარტება

ვრცლად
22.მარტი.2019 13:45
43

როგორია კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში - პრემიერის სიტყვით გამოსვლა პარლმენტში

ვრცლად
22.მარტი.2019 13:39
26

„კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში - გაჩნდნენ საკუთარი და სხვისი დამნაშავეები“

ვრცლად
22.მარტი.2019 13:32
38

პრემიერი: კრიმინალის 54%-იანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამ გამოიწვია

ვრცლად