მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის ეფექტი სვანეთზე

BM.GE
03.09.20 10:39
692
მესტიაში ტურისრულმა სეზონმა ფაქტობრივად 10 აგვისტომდე იმუშავა სრული დატვირთვით, ხოლო საკარანტინე ზომების გამკაცრების დღიდან, ჯავშნების რაოდენობა სრულად გაუქმდა და ის ადამიანები, რომლებიც სასტუმროებში იყვნენ განთავსებული გადაიყვანეს საკარანტინე ზონაში. ამ რთულ ვითარებაში კი, დღეს ადგილობრივი ბიზნესის მთავარი გამოწვევა ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომ დროებით გადაავადონ საბანკო ვალდებულელბები. მათი ნაწილი კი, საერთოდ ქონებასაც კარგავს ფინანსური ვალდებულებების ვერ შესრულების გამო. რა ხდება დღეს სვანეთში, წითელი ზონის სტატუსის მოხსნის შემდეგ და რა ოდენობის ზარალზეა საუბარი?